როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი?

Sunday, July 18, 2010

აფხაზეთი-საქართველოს ტკივილი



პროექტის სახელი: აფხაზეთი-საქართველოს ტკივილი
მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია გაიგონ ბავშვებმა თუ როგორ დავკარგეთ აფხაზეთი და როგორ დაგვიქუცმაცეს საქართველო.
ვრცელი აღწერა: მოსწავლეთა მობილიზაციისა და ინტერესის გამოწვევის მიზნით, მოსწავლეებს მასწავლებელი სთხოვს, რამდენიმე წინადადებით გადმოსცენ ემოცია, განცდა საქართველოს სიყვარულის მიზნით.
მოსწავლეები აყალიბებენ საკუთარ დამოკიდებულებებსა და მოსაზრებებს და სვამენ მათთვის პასუხგაუცემელ შეკითხვებს. ტექსტის ცოდნისა და ადეკვატურად გაგების შემოწმების მიზნით, მასწავლებელი სთავაზობს იმუშაონ ინდივიდუალურ კომპიუტერებში. შექმნან ცნების რუკა საქართველოს კუთხეების შესახებ და უკეთ გაიაზრონ ეს გაკვეთილი. ცნების რუკის შედგენის მერე ახდენენ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციით ეკრანზე ჩვენებას. მასწავლებელი სთხოვს, ჩამოწერონ წინადადებით 3 სტრატეგია:
3 რამ რაც დამაინტერესა.
2 რამ რაზეც მეტი მინდა გავიგო.
1 რამ რასაც გავაკრიტიკებდი, რის შესახებაც დაცწერდი დავალებას.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი მე-11 კლასი
ვადები ხანგრძლივობა: 2010 წლის სექტემბრიდან 2010 წლის დეკემბრამდე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალზე, მასალების განთავსება ბლოგში, ისტ-ის გამოყენება, სურათების განთავსება, მასალების ინტერნეტში მოძიება.
მოსალოდნელი შედეგების პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დაკარგული კუთხის შესახებ ცნობების ელექტრონული ვერსია, შემოქმედებითი პრეზენტაციები, ბლოგები.
სარგებელი სხვებისთვის: გაიღრმავებენ ისტ-ის ტეგნოლოგიებთან მუშაობის უნარ-შვევებს, მოიპოვებენ მეტად საინტერესო მასალებს, მეტს გაიგებენ საქართველოს ამ თვალწარმტაცი კუთხის შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია და გეოგრაფია. ისტორიაში შეუძლიათ გაიგონ საქართველოს დაკარგული კუთხის ისტორია. გეოგრაფიაში შეუძლიათ რუკაზე ნახონ საქართველო ყველა იმ კუთხესთან, რომელიც მას ეკუთვნოდა და განვსაზღვროთ მისი ადგილმდებარეობა.
ფასილიტატორის სახელი: მარიკა გობაძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა: gobadze2010@gmail.com